როგორ დავწეროთ CV

რეკრუტერი შენს CV-ს პირველ წამებში ათვალიერებს. ამ დროში ის ეძებს სამ რამეს: ვინ ხარ, რა გააკეთე და გამოგადგები თუ არა. ქვემოთ ნაბიჯ-ნაბიჯ წერია, როგორ გაუადვილო ეს.

CV-ის სტრუქტურა — 5 სექცია

01

საკონტაქტო ინფორმაცია

სახელი, გვარი, პოზიცია, ტელეფონი, ელფოსტა და ქალაქი. ეს CV-ის თავშია და ერთ სტრიქონში უნდა იკითხებოდეს. ელფოსტა უნდა იყოს სოლიდური — სახელი და გვარი, არა მეტსახელი.

cool_guy_95@mail.ru

giorgi.beridze@gmail.com

02

მოკლე აღწერა (2–3 წინადადება)

ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შენს თავზე საუბრობ. დაწერე ვინ ხარ, რამდენი წლის გამოცდილება გაქვს და რაში ხარ ძლიერი. აქ ზოგადი სიტყვები ყველაზე მეტად აზარალებს.

პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე ადამიანი, რომელიც სწრაფად სწავლობს.

5 წლის გამოცდილების ბუღალტერი. ვმუშაობ ORIS-სა და 1C-ში, დამოუკიდებლად ვაბარებ დეკლარაციებს RS.ge-ზე.

03

სამუშაო გამოცდილება

ქრონოლოგიურად, ბოლოდან პირველისკენ. თითო სამსახურზე 2–4 სტრიქონი. ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: დაწერე შედეგი და არა მოვალეობა. მოვალეობა ვაკანსიაშიც წერია — შედეგი მხოლოდ შენ გაქვს.

პასუხისმგებელი ვიყავი გაყიდვებზე.

თვიურ გაყიდვების გეგმას ვასრულებდი საშუალოდ 118%-ით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.

04

განათლება

დაწესებულება, სპეციალობა და წლები. თუ სამუშაო გამოცდილება მცირე გაქვს, განათლება წინ წამოწიე და დაამატე კურსები, სასწავლო პროექტები და პრაქტიკა. თუ 5+ წლის გამოცდილება გაქვს, განათლება ბოლოში ჩადი.

05

უნარები

კონკრეტული და შესამოწმებელი უნარები — პროგრამები, ენები, ტექნიკები. მოერიდე ისეთ ფრაზებს, რომელთა დამტკიცება შეუძლებელია. ენებთან მიუთითე დონე.

კომუნიკაბელური, სტრესის მიმართ მდგრადი, გუნდური მოთამაშე

ORIS, 1C, Excel (VLOOKUP, ცხრილები), ინგლისური — B2

ხშირი კითხვები

რამდენი გვერდი უნდა იყოს CV?

ერთი გვერდი, თუ 10 წლამდე გამოცდილება გაქვს. ორი — თუ მეტი. სამი გვერდი თითქმის არასდროსაა გამართლებული: რეკრუტერი მეორე გვერდამდეც იშვიათად აღწევს.

ფოტო დავდო თუ არა?

საქართველოში ფოტო მისაღებია და მომსახურების სფეროში ხშირად სასურველიც. მთავარია, იყოს ნეიტრალურ ფონზე და საქმიანი. სელფი ან დასვენების ფოტო CV-ს აზიანებს. IT-სა და საერთაშორისო კომპანიებში ფოტოს გარეშეც სრულიად ნორმალურია.

რატომ არ პასუხობენ, თუ CV კარგია?

ხშირად CV-ს ჯერ პროგრამა კითხულობს და არა ადამიანი. თუ ვაკანსიაში წერია „1C“ და შენს CV-ში „ბუღალტრული პროგრამა“, სისტემა ვერ დაინახავს დამთხვევას. გამოიყენე ზუსტად ის სიტყვები, რაც განცხადებაშია.

რა ფორმატში გავაგზავნო?

PDF — ის ყველა მოწყობილობაზე ერთნაირად იხსნება და ფორმატირება არ ირღვევა. Word-ის ფაილი სხვა კომპიუტერზე ხშირად ინგრევა. ფაილს დაარქვი სახელი-გვარი-CV.pdf და არა „CV-final-2.pdf“.

ერთი CV ყველა ვაკანსიაზე გამოდგება?

არა. მინიმუმი, რაც უნდა შეცვალო — პოზიციის დასახელება და მოკლე აღწერა. თითო ვაკანსია სხვა აქცენტს ითხოვს და ეს ცვლილება 5 წუთს ჭირდება.

შეცდომები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება

  • ორთოგრაფიული შეცდომები — ერთიც კი ამცირებს ნდობას, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ პოზიციებზე
  • ზოგადი ფრაზები შედეგების ნაცვლად („შრომისმოყვარე“, „პასუხისმგებლიანი“)
  • სამუშაო პერიოდებში აუხსნელი პაუზები
  • მოძველებული საკონტაქტო ინფორმაცია ან არასწორი ნომერი
  • ზედმეტად ჭრელი დიზაინი, რომელიც ტექსტს კითხვადობას აკარგვინებს
  • ფაილის სახელი „CV-final-final.pdf“

შენი პროფესიის ნიმუში

თითოეულ სფეროს თავისი წესები აქვს — ნახე კონკრეტული ნიმუში.

ადმინისტრატორიგენერალური მენეჯერიმენეჯერის ასისტენტიმომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტიოფისის მენეჯერიპროექტის მენეჯერირეცეფციონისტისაწყობის მენეჯერისუპერვაიზერიფილიალის მენეჯერიHR მენეჯერიაღმზრდელიინგლისური ენის მასწავლებელიმასწავლებელიმასწავლებლის ასისტენტირეპეტიტორიფსიქოლოგიგაყიდვების კონსულტანტიგაყიდვების მენეჯერიკონსულტანტიმოლარემომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტიპრისელერისავაჭრო წარმომადგენელიუძრავი ქონების აგენტიდამლაგებელიდასუფთავების თანამშრომელიდიასახლისიმრეცხავისტიუარდიჭურჭლის მრეცხავიდაცვის თანამშრომელივიდეო მონიტორინგის სპეციალისტიინკასატორიპირადი მცველიუსაფრთხოების მენეჯერიშრომის უსაფრთხოების სპეციალისტიბარისტაბარმენიკონდიტერიმზარეულიმზარეულის დამხმარემიმტანიმცხობელისუ-შეფიყასაბიდისპეტჩერიდისტრიბუტორიექსპედიტორიკურიერილოგისტიკის მენეჯერილოგისტიკის სპეციალისტიმერჩენდაიზერიმტვირთავიმძღოლისაბაჟო დეკლარანტიტაქსის მძღოლიშესყიდვების მენეჯერიბრენდ მენეჯერიგრაფიკული დიზაინერიკონტენტ კრეატორიმარკეტინგის მენეჯერიპრომოუტერისოციალური მედიის მენეჯერივიდეოგრაფიკოპირაიტერიმთარგმნელიჟურნალისტირედაქტორიფოტოგრაფიექთანიექიმიექიმის ასისტენტილაბორანტირეგისტრატორისამედიცინო წარმომადგენელიფარმაცევტიფიზიკური თერაპევტიარქიტექტორიელექტრიკოსი-მემონტაჟემღებავი-შემლესავისამშენებლო ზედამხედველისამშენებლო ინჟინერისახარატო-ხარატიშემდუღებელიიურიდიული განყოფილების ხელმძღვანელიიურიდიული მრჩეველიიურისტიიურისტის თანაშემწესტაჟიორ-იურისტიუფროსი იურისტიბიუთი-ადმინისტრატორიდერმატოლოგ-ტრიქოლოგილაზერული თერაპევტიმასაჟისტიმკერავისილამაზის მრჩეველიგიდიდილერიფლორისტიძიძაელექტრიკოსიინჟინერიმექანიკოსიმუშაოპერატორისანტექნიკოსისაწყობის თანამშრომელიტექნიკოსიქოლცენტრის ოპერატორიაუდიტორიბანკირიბუღალტერიექსპერტ-შემფასებელიმოლარე-ოპერატორიპრობლემური სესხების სპეციალისტისაკრედიტო ოფიცერიფინანსური ანალიტიკოსიფინანსური მენეჯერიავტომატიზაციის QA ინჟინერიბიზნეს ანალიტიკოსიდეველოპერიკიბერუსაფრთხოების სპეციალისტიმანქანური სწავლების ინჟინერიმობილური აპლიკაციების დეველოპერიმონაცემთა ანალიტიკოსიმონაცემთა ბაზების ადმინისტრატორიმონაცემთა ინჟინერიპროდუქტის მენეჯერისისტემური ადმინისტრატორიქსელის ინჟინერიღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის ინჟინერიBackend დეველოპერიDevOps ინჟინერიFrontend დეველოპერიFull-stack დეველოპერიIT მხარდაჭერის სპეციალისტიIT პროექტების მენეჯერიQA ინჟინერიUI/UX დიზაინერი

აღარ დაწერო ნულიდან

აირჩიე მზა შაბლონი, შეავსე ველები და ყველა ეს წესი ავტომატურად დაცული იქნება. დაწყება უფასოა.

შექმენი შენი CV →