CV ნიმუში მარკეტინგის მენეჯერისთვის

მარკეტინგის CV ისე უნდა შეფასდეს, როგორც შენი საკუთარი კამპანია: თუ შედეგები ციფრებში არ ჩანს, დამსაქმებელი ივარაუდებს, რომ არც იყო.

შექმენი შენი CV →დაწყება უფასოა · რეგისტრაცია არ სჭირდება

რა უნდა ეწეროს CV-ში

  • —არხები, რომლებზეც მუშაობდი: Meta Ads, Google Ads, SEO, ელფოსტა, კონტენტი
  • —ბიუჯეტი, რომელსაც მართავდი
  • —შედეგები ციფრებში: მოზიდვის ღირებულება, ROAS, კონვერსია, ორგანული ზრდა
  • —ინსტრუმენტები: Google Analytics, Meta Business Suite, CRM
  • —პორტფოლიო ან კამპანიების მაგალითები

უნარები, რომლებსაც ეძებენ

Meta AdsGoogle AnalyticsSEOკონტენტ-სტრატეგიაელფოსტის მარკეტინგიA/B ტესტირება

გამოცდილების ნიმუშები

დაწერე პირველ პირში და შედეგით — არა მოვალეობით.

  • ✓ვმართავდი თვიურ სარეკლამო ბიუჯეტს 4 000 ლარამდე Meta-სა და Google-ზე
  • ✓შევამცირე მოზიდვის ღირებულება 30%-ით აუდიტორიის სეგმენტაციითა და კრეატივის ტესტირებით
  • ✓ორგანული ტრაფიკი 6 თვეში გავზარდე 2.5-ჯერ კონტენტ-სტრატეგიის დანერგვით

ხშირი შეცდომები

  • ✕ციფრების არქონა — მარკეტინგში ეს ყველაზე თვალშისაცემი ხარვეზია
  • ✕ინსტრუმენტების ჩამოთვლა კონკრეტული შედეგის გარეშე
  • ✕პორტფოლიოს ან კამპანიის მაგალითების არდართვა

სხვა პროფესიები — მარკეტინგი და PR